მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 92 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთავრდება ქვეყნად შენი ყოფნის დრო

რა დაგრჩა, წლები, თითზე სათვლელი, 

ლეთის ტალღებმა ფონზე მოგისწრო,

ჰა, ბოლო ფიცრის მოჩანს გამთლელი.


თუმც სუნთქვა გეკვრის მღვრიე ქაოსში

და გახრჩობს კითხვა, როგორც საბელი,

იტყვი, ვინ იყავ სააქაოში,

იყავ კაენი? იყავ აბელი?


რა ულმობელი არის სოფელი,

გზად ჩამორჩენილს აღარ დაუცდის,

რომელი იყავ - მეფისტოფელი?

თუ დაწყევლილი სიბრძნით, ფაუსტი?


ათას ფათერაკს, თუ კი გალომეს,

დაძლევ, ვერ გაგტეხს მძიმე ურვანი,

გტკიოდა ბედი აბესალომის,

თუ სივერაგე გწამდა მურმანის?


რაც უნდა ამ დრომ ბედი მოთელოს, 

უნდა სუყველას მისი მიაგო,

იყავ ეჭვებით სავსე ოტელი, 

თუ ცხვირახოცით ხელში, იაგო?


მიამიტობით ბევრჯერ მოცაკვდი,

ღვინის მაგიერ შხამი დალიე,

იყავი თუნდაც წამით მოცარტი?

თუ სამუდამოდ ეძმე სალიერს?


ჯერ წუთისოფლის ხარ მობინადრე,

გიწევს ღამეთა თეთრად თენება,

ალბათ, არასდროს იტყვი სიმართლეს,

რომელად ყოფნა ქვეყნად გენება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ