|
არ ვითხოვ შენგან, რომ გმირობის იყო ჩამდენი, მაგრამ ვიქნები სიხარულის ცრემლის დამდენი, თუ კი „გრეჩიხას“ მოიხსენებ წიწიბურათი, ხოლო „ჰერკულესს“ ნოქარს მოთხოვ - შვრიის ფანტელით.
პურობის წესი შეიცვალა კოლხის და ქართის, არ ეშველება გახშირებულ ღრეობებს იმით, თუნდ ამ სმა-ჭამას უცხოურად ვუწოდოთ “ფართი”.
ვაქებთ მამულს და სიტყვაში ვართ მტერთან მკვეთელი, ამ დროს სოფელში, მიტოვებულ კარ-მიდამოში ჩამონგრეული ჩვენი სახლის გოდებს კედელი! |
















