|
აღარ ღრეობენ ჩემი დევები, გამქრალა ქუდიც უჩინმაჩინის, დაცხრნენ ცოდვები მისატევები, უკვე სხვას მიაქვს შენი არჩივი.
გუშინ რომ გაჩნდა ეკლის შეხებით, გზად აღარ მხვდება ძველი ძმაკაცი, გახშირებული ჩანს ქელეხები.
ყვავილის ერთის - სუსტის და მორცხვის, მაგრამ არავინ გაძლევს არჩევანს და ისევ გამხმარ ღეროებს კოცნი.
გამოიზოგო გინდა წუთები, არა და არ გსურს მათ, უსახურთა, დარჩეთ ოცნება ნასათუთები.
გამქრალა ელდა და ექსცესები, აღარ შეგშვენის ძველ აღტაცებით იკითხო ახლა შენი ლექსები.
ვერ მოიშალა ჩვევა ონავრის, მაგრამ ხომ გქონდა ერთი სტრიქონი სტუდენტი გოგოს მოსაწონარი.
ვარდებს ნამივით ცრემლი ასხურე, ხომ შეგრჩა ხსოვნა იმ ქუთაისის, კიკვიძის ძეგლის და ოღასკურის.
და სასურველი იყოს მხლებელი, წამოდექ ფეხზე, თქვი სადღეგეძელო ხვალინდელი დღის გამთენებელი. |
















