მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 332 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მიხეილ ხერგიანს

 

რად სტირის ღრუბლებში ჩუმ-ჩუმად ნეტა მზე? -

თვალს ცხელი ცრემლი წვავს, გულს - ნაღვერდალები...

თმებით დაკიდულან თოვლიან კეტამზე დამხრჩვალი დალები...

დასრულდა ზღაპარი. მოეღო ბოლო მითებს.

უშბიდან მეწამულ მაშხალებს ისვრიან...

ო, ფისიმც დასხმია მაცდურ დოლომიტებს,

ჩხვიმლიან!

თეთნულდის თეთრ წვერზე კურცხლები დაგორდა.

ვარსკვლავნიც დნებიან, ცრემლებად ცვივიან,

ვაი მე, რა ნადიმს გიმართავს აგორდა,

ჩხვიმლიან!

კივიან ზარები და შმაგი ქარები

ყინვარებს ლოკავენ, მთებს გაეთამაშნენ...

კვლავ მთაში დაუდის სამსხვერპლო ხარები

მამაშენს...

მჯიღს იცემს, ლაღამი ცრემლებით მოალტო, -

ხვალ შენი მოძმენი ჯიხვებზე ივლიან...

ბოროტი ღიმილით გისტუმრებს სუალტო

ჩხვიმლიან!

ო, რად შლის სიკვდილი სიცოცხლის თარიღებს?! -

სად შემოგვეფეთა მზაკვრულად, ფარულად,

მაგრამ შენს საქმეებს ლეგენდად წარიღებს

ჟამთასვლის მარულა.

კლდეზე აღესრულე, შმაგო ვეფხვო კლდეთა.

ტახტზე კვნესით სიკვდილს ეს სჯობს გაცილებით...

ცაში დაფრინავდი, მიწას შეუერთდა

შენი დამსხვრეული ტანის ნაწილები...

გაწყდა ბაწარი და კლდეზე დაეკიდე.

გარს ცეცხლისფრთიანი ღრუბვლები გივლიან...

ალბათ ბეთქილივით თეთრ შუნს გაეკიდე,

ჩხვიმლიან!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ