|
საქართველოს მარგალიტი იმერული იერით, ზესტაფონი, ზესტაფონი, გულუხვი, ხვავრიელი, სიცოცხლე და სიყვარული, ზღაპარი და არაკი, მეგობრობის, მასპინძლობის შეუცვლელი ქალაქი.
მიდი, მოდი, მიდი, მოდი, მიდი, მოდი, მოვდივარ! კამეჩის თავს კამეჩივით თავი აუღერია, ცხრაწყაროში გიტარაზე "სულიკოს" კვლავ მღერიან,
თვალმახარა გოგონები და ბიჭები ნალესი. ზესტაფონი ზესტაფონობს მოხუცებით, ბავშვებით, ბიჭო, ცოტა შეიცადე, მოდი, ბიჭო, რას შვები?!
მურადიას სახინკლე და ალიბაბას დუქანი, ზოვრეთული ღვინის შხეფი ცაში შეკრავს ირაოს, სვირელების ბორანზე კი პურმარილი ყირაობს!
ზესტაფონი თეატრის და სიმღერების ქალაქი! თუ არ ნახე ზესტაფონი, სამუდამოდ გემდურის, საზანოს და ალავერდის ჯახი ალავერდული,
საქარაში ჩაფის დაცლა, არგვეთაში ჩატანა, ზესტაფონი, ზესტაფონი, საქართველოს იმედი! ბოშო, ბოშო, ბოშოთი და აპა არა! იმეთი!
თიკანია ბოსლევის და გოჭი - დილიკოურის, შორაპანი ძველი ციხით, სანახშირე კორდებით! ამის მერე ვინ იმღეროს, "ზესტაფონო, გშორდები!"
ვინაც ნახა მისი ეშხი, ყველას წამეეწია. ცოცხალია ძირულის და ნესვი როდინოულის კვალითლების, ილმელების თანთალა ინდოური,
გენაცვალე, ჭირიმეთი, უნდა მოგეფეროთი, ზესტაფონო, შენს ქებაში ქვეყნად მარტო როდი ვარ, მიდი, მოდი, მიდი, მოდი, მიდი, ბოშო, მოვდივარ! |
















