|
მკვდრები ყვიროდნენ: აი, ჩვენი სისხლი და ძვლები, ჩვენი თვალები - ღია და მუნჯი; მკვდრები ყვიროდნენ, - აი, ჩვენი დროშების შუქი, ჩვენი ძახილის თამამი ექო, დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი, მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული, მკვდრები ყვიროდნენ მაშინ, როცა ცოცხლები დუმდნენ. |
















