აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო.
* * * * * * * სულხან-საბას ოქროს წიგნი რომ გამოსცა ლეონიძემ, მისი ეშხით ისე დათვრა როდორც ღვინით ძველი სიძე. მაგრამ ბოლოს ვერ დამალა: - ისე ცხონდა მამაჩემი, რაც სიბრძნეა, საბასია, რაც სიცრუე - არის ჩემი.
* * * * * * *
ის ურჩევნია მამასა, შვილი არ სწერდეს დრამასა. დავითმა ცეცხლი დასტოვა, ამისგან რჩება ნაცარი. და ისიც დავითისია, სერგოში კარგი რაც არი.
* * * * * * *
იაკინთე ლოველასი, ვერ დამწერი ნოველასი.
* * * * * * *
თაქთაქიშვილმა დათამა, ამ ურჯულომ და თათარმა, სუყველა როგორ დაქრთამა? დაწერა ექვსი პიესა, ექვსივე აპატიესა.
* * * * * * *
პოეტია გვარიანი სივირიან ისიანი, ის ლექსები რომ შეუთხზავს, მისა თუ სხვისი არი?
* * * * * * *
მარგიანმა სახე ლოთი მოიწმინდა სახელოთი.
* * * * * * *
ბესო მოუშვი ნებასა, დაიწყებს მოხსენებასა.
* * * * * * *
გაჩენილი კატის კნუტად, კანტს კითხულობს კანტი-კუნტად.
* * * * * * *
ჩიქორთული თარგმანებით პირდაპირ რომ გულს უმიზნებს, - "კაცი არ ხართ, ქრისტიანი? გააჩერეთ ნუცუბიძე!"
* * * * * * *
არ გეძინება, აგიაშვილო? დაწექ, ლოგინი აგია შვილო!
* * * * * * *
ეს თაობააა თუ უთაობა?!
* * * * * * *
ალექსანდრე ქუთელია კანტს კითხულობს უთენია, ჰოდა, ისე ძაბავს კანტი, რომ კოსტუმზე აწყდა კანტი.
* * * * * * *
გოგლა-ლოთუა დემნა-შფოთუა ლევან-გოთუა
* * * * * * *
ცნობილია ქვეყნად: ლეონიძის-კვეხნა, კაჭახიძის-კვატი, ქიაჩელის-გვადი, პაიჭაძის-ბუცი, დემნას ფაცი-ფუცი.
* * * * * * *
ახლა კი დროს სოლომონ, რომა, თავი ანებო რუსთავზე რომანს - მშვიდობა ნახოს საქართველომა.
* * * * * * *
თუ გსურს, მისდიო საშას სისქეში, ხშირად იარე სასასისკეში. |