მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 278 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი,

ვინ შემოავლო ჩემს ცდუნებებს ცხრა ბეჭედივით,

ანდა რატომ ვარ მონაწილე ამ მოძრაობის

სიკვდილის, მთვარის, შემოდგომის,

ზღვის და ბურუსის.

ვინ შემოავლო ჩემს აღტაცებას მომავალი შიშის სურნელი,

და ცხრა ბეჭედით ვინ დაბეჭდა

განცვიფრება, თავისუფლება,

ვინ მახლევინებს შუბლს ასე მწარედ

უდაბნოს წითელ ნაფეხურებზე.

მე წყლის კაცი ვარ და ზეციურ წყლისკენ მაბრუნებს

ჩემი გუგუნის ცივი ექო - სასოწარკვეთა.

რომელსაც გული წინასწარ გრძნობს, როგორც პირუტყვი

მიწისძვრას, როგორც ზამთარს მერცხალი.

მაგრამ სად არის თბილი ქვეყანა,

სად არის წყარო, სად არის ჩრდილი,

სად არის სიტყვა, მინერალების

შუქივით სუფთა და პირველქმნილი,

სად არის ის მზე - სიტყვასავით თბილი, სად არის,

მზესავით თბილი სახლი სად არის,

სახლივით თბილი პური სად არის,

პურივით თბილი ქალი სად არის...

- მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი,

და უიმედოდ ვებღაუჭები

იმ ძველ ფურცლებში ჩაყვითლებულ სიტყვებს: სიმშვიდე,

სიხარული, თანაგრძნობა, აღფრთოვანება...

ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ