|
მწიფობის სუნი ასდით ბალახებს, მწიფობის სუნში თვრება ბალახი, ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს, რომ კიდევ რჩება გადასალახი
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები, მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს მაღლა აკავებს ალღო ბუნების.
რადგან შენ იცი სიბნელის ძალა, რომელსაც მდუღარ ძარღვებში მალავ, რომელიც ჰაერს შუქივით ერთვის.
იგრძნო ღალატის ჩურჩული გულთან, რადგან არასდროს დაეძებ საყრდენს და სისხლში სიტყვებს არასდროს ურთავ.
ისინი ჰგვანან ეკლის ნაფლეთებს, ისინი ჰგვანან მდინარეს, რომელიც წავა, და სიყვარულიც წავა აგრეთვე.
და როგორ კვნეტდი ბალახის ღერებს, მკერდს გიწამლავდა ის მელოდია, ჩემმა თითებმა რომ იგრძნეს მერე.
დავიწყებოდა გზები წვიმასაც და მე გუმანით ვგრძნობდი წინასწარ ჩემს დამარცხებას - ტკბილსა და საშიშს.
როგორც მლოცველმა ნესტიან ეკვდერს, ისიც ვიცოდი, რომ გამწირავდი, და განწირული ბალახში ვეგდე.
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე, წვიმა ვიყავ და წვიმამ დამაზრო, მიწა ვიყავ ვიქეც მიწაზე.
მკოცნიდი, როგორც ალი მთუთქავი, მკერდს მიშიგნავდა ვნება უჩვევი და ყველა ქალის სუნთქვით სუნთქავდი.
ღრუბელმაც განგებ რაღაც ანიშნა და როცა ჩემი იყავ მთლიანად, შემოეხვიე მინდორს ზარნიშად;
ჩავყვინთე მაშინ, და სამოთხემაც გაიზიარა ჩემი მოთმენა, დაკოცნა ჩემი თვალები მრუში.
რომ მეც ვმღეროდი იმ სიმღერასთან და ყველა ქალის ვნებით შებორკილ სხეულს იმათი ხარკიც ემართა.
და ძარღვებივით ლურჯი რუები თავბრუდამხვევ და გამაბრუებელ სიზმრებს აფრთხობდნენ სიმარტოვიდან.
მრგვალი სარკე და მაღალი წინდა, და იმ სარკეში თვალნათლივ ჩანდა, რომ მხოლოდ ჩვენთვის ქუხდი და წვიმდა.
ჩვენ კი სხვა მხარეს ვეძებდი ნაპირს, გადაბრუნებულ მიწას და სარკეს სხვა ვარსკვლავების ეხვია ქაფი.
რომ იმ სარკეში არ ჩამიხედავს, რადგან სხეული გრძნოდა საშინელ შუქს, რომ დამფლეთდა ბოლოს ისედაც.
იმ ძველ საწოლში, ღმერთო, რატომღაც შენ ყველა კაცის გვერდით მარტო ხარ და არასოდეს ებრძვი ცდუნებებს.
კვდები ცისკრისას, რომ გადნე სულმთლად, ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს, ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს.
რადგან საკუთარ სიმართლეს ებრძვი, მხრებზეც არავინ ჩამოგეყრდნობა, არ დაიჩოქებს არავინ შენს წინ.
ერთგულების და ტრფობის სიტყვები, ვერ დაისერავ მკლავს სამართებლით, შენ დამთავრების შემდეგ იწყები.
შენი სიტყვები ჰგვანან მეომრებს, რადგან ცხოვრება რასაც გასწავლის, შენ უკვე იცი და იმეორებ.
ხან გახსენდება, რომ მოკვდი გუშინ და გადადიხარ ქალიდან ქალში, როგორც მზის სხივი ხნულიდან ხნულში.
ეგ თბილი წელი, ეგ თბილი ძუძუ, გახარებული ამხელა ღამით თვალის გუგებში ვქოლავდი უძლურ
როდემდე უნდა ჰგვემო და ჰქოლო სისხლი, რომელიც გაყვირის მხოლოდ, რომელსაც ცხელი მზის დაღი აკრავს.
რაც ბუნდოვანი იყო აქამდე, და ვარსკვლავებიც მოკვდნენ საერთოდ ანდა სამყაროს იქით დაქანდნენ.
ტუჩებს ვერავინ ვერ აკარებდა, შენი ხმაც უფრო იქით მომესმა, უფრო შორიდან და შენს გარედან.
რაღაც უკვდავი შხამით ნაკვები, შორი მანძილი იყო მიწამდე, ხოლო შენამდე-უფრო ნაკლები.
როგორც სამსხვერპლო ქვაზე ნიშანი და მივხვდი, მაინც რომ მოგაგენი, შენი სურნელიც რომ შევიცანი.
და ქრიზანთემას მინდვრის სუნი სდის, შენ ვერ გაგწირეს სიყვარულისთვის, შენ მხოლოდ პეშვი სითბო ინატრე.
რა ქნას სურვილმა, გზადაკარგულმა, და, როგორც ფოთლს ფოთოლი, ვეკვრი გრიგალს, რომელიც ტანში დაბრუნავს.
რაღაცას მცხრალი მთვარეც მანიშნებს და მოქირქილე სულის საოხად ხელებს ჯვარივით ვაწყობ ბალიშზე.
და თითქოს უკვე გარბიხარ ჩენგან, აგაფარფატებს ცოდვილი ტალღა, როგორც ნახევარადჩაძირულ გემბანს.
ისე სასტიკად და დამღუპველად, რომ გრძნობ: თვალებში, გულში, სიზმარში გაგიჟებული ქარი უბერავს.
საკუთარ ნაბიჯს და გზას გვიღობავს დამიზნებული ყელზე ბაწარი - მოვალეობა და გულგრილობა.
სიკვდილის წრიდან ვცდილობთ გაძვრენას; შენ გაიმარჯვე! უფრო თამამად, არ შეგაშინოს იმ სიმკაცრემაც,
რაც გვიქადაგა ყველა ქადაგმა, რა უცნაურად გვტკივა ყოველი კოცნა და თითზე თითის გადაბმა.
ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თალწინ, მოგვიხურავენ დაცინვით კარებს, ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.
სიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის, წყეული მთვარეც ანათებს უქმად, ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,
რომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები; ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს სიყვარულს აღარ გვაპატიებენ. |
















