მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რა ეშველება ჩვენს სიყვარულს,

როცა ყველა გზას მოუჭრიან,

როცა ყველა ბაღის კიდესთან

ჩაუსაფრდება დაცინვა და შურისძიება,

როცა უყველა ფოთლის შრიალი

ჩაესმება ტანჯვის მუსიკად.


რა ეშველება ჩვენს სიყვარულს,

სიმარტოვეზე მეოცნებეს,

ქალაქის ბრძენ ბუჩქებსა და

კედლებს შორის თავამოყრილს.

ვინ უშველის, ვინ შეიფარებს

ორიოდ ლუკმა ბედნიერებას ვინ გაიმეტებს.

თითქოს ღამემაც დაივიწყა

ძველისძველი მოვალეობა

რომ საგნები და სხეულები ბინდით შებუროს,

დააწყვილოს, გაამთლიანოს...


რა ეშველება ჩვენს სიყვარულს -

ხალხმრავალი ოთახების ბურუსში მსუნთქავს,

ვინ გაიხმობს მწვანე, მწვანე ნაპირებისაკენ,

ვინ შეაგებებს აკრძალული ქარების სურნელს,

მდევრებიც და დევნილებიც ჩვენა ვართ უკვე,

და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს,

საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს,

საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას...


რა ეშველება ჩვენს სიყვარულს

როცა ყველა გზას მოუჭრიან...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ