|
მუჭში ჩაქრება შუქი კანკალით ნისლების ქვემოთ, მაღალ ბალახში შეაცოცდება ქვას ღრიანკალი დურგალი ქვაზე დადებს შალაშინს და გააბოლებს მწარე პაპიროსს.
უბრალო ხისგან ჯვარი იკვრება, რომ ვიგრძნოთ შუქის და მიწის გემო და წებოვანმა ჩვენმა ფიქრებმა ცისკენ ახედვა რომ დააპირონ.
გრძნობ, რომ წყალივით გწყურია ღმერთი, არც არაფერი არსებობს შენთვის ელემენტებად და ხავსად დაშლილს არც ღრიანკალის გესმის სისინი.
თითქოს განგება ჯერ კიდევ მაცლის რომ მივხვდე: ცა ვარ, მატლი თუ კაცი, დურგალი ქვაზე იფერთხავს შარვალს და სამი ჩამპალ კბილით მიცინის. |
















