|
მეტი სიმძიმე აღარ შერჩა სიტყვას - ის ქრება, მეტი სიტყვა აღარ შერჩა სხეულს - ის ქრება, შუადღის სხივში, ვით ოქროს წყალი. ჩეიზი - მაღალი ხორბლის შრიალი წვიმაში, ჩეიზი - მუსიკა ვარსკვლავების შუაგულში, მშვიდი და ჯანსაღი.
და სიგარეტს გადავენდობით, სასტუმროს მაღალ სარკეებში გადაინაცვლებს ჩეიზის ქარი.
ყავას დავლევთ, გულს მოვიბრუნებთ, ავყვებით ქუჩას, ძველ ხმაურში გავემართებით. ჩვენ აქ დაგვსჯიან ჩვენი ოცნებები. |
















