ჩემი ხელები ითხოვენ ყვირილს, ჩემმა ხელებმა შემოხაზეს ამბოხი და სასოწარკვეთა, რათა უეცრად გათავისუფლდნენ ნერვების მწარე დუღილისგან, წამახული მავთულებივით რომ ხვრეტენ სხეულს. მე კი - როგორც ამოვარდნილი მაჯისცემა, ვფეთქავ რაღაც განუწყვეტელ შრიალში და ველოდები სიმშვიდეს, რომელიც უკვე აღარ ვიცი, რისთვის მჭირდება. |