|
ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია და გზისპირებზე ლურჯი ბინდია, სადღაც ქარები თამამად ქრიან, მაგრამ ქარებიც ვერსად მიდიან.
გზას სად მიიკვლევ ხელისცეცებით, ჩამტვრეული გაქვს თითქოს ფერდები, ვარდები, მაგრამ ვეღარ ეცემი.
დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის, გადაგაწნავენ მათრახს ირიბად და შენც მადლობას იხდი მარადის.
გძულს და ალერსით უზანგს ულოკავ, მზე ჩადის... ჩადის და შენც ასევე ჩადიხარ, როგორც უსასრულობა. |
















