|
მე ვერასოდეს დავიბრუნებ შენს ბებერ და ნათელ სიმშვიდეს, მე ვერასოდეს ჩავყვინთავ შენს მდუმარებაში, როგორც ქალწული სამოთხის წყალში და შემოგყურებ უსუსური და უმწეო თევზის თვალებით, რომ კიდეე ერთი ღამით დაგრძელდეს წყვდიადი.
სექტემბრის უმშვიდეს მინდვრებზე, ლითონის ბორბლები გრგვინვით გადარბიან სხეულზე და ვიბადები საკუთარი თავიდან... |
















