ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს. ურმით მოგქონდა პოეზიით გავსილი ჭური, ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული.
ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი, ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები, ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით.
რას გააწყობდი, ირგვლივ იდგა სიბნელის თქეში, საშველი არ არს! - მსხვილ ცრემლებით იმდუღრებოდი და „არტისტული ყვავილები“ გეჭირა ხელში.
მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს. ეზიდებოდი ლექსებს მტევნებად პოეზიის დიდ საწნახელში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |