არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის მოველ ცადო, არაფერი არ გამოდის, არაფრისთვის უნდა ვცადო!
* * * * * * *
ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა.
* * * * * * *
გადავუფრინდი, დავაჯექ, დავინარჩუნე კალია. ათასი ედგა ფეხები, ათიათასი მხარია! ასეთი ედგა კბილები, როგორც ალმასი ხმალია. მე რომ იმას შევეჭამე, ღმერთო რა დიდი ბრალია!
* * * * * * *
ნეტამც არ დაგძინებოდა ჩიტო ნიბლიავ ნარზედა: გამოგიქროლებს ალალი, წაგიყვანს მაღლა მთაზედა.
* * * * * * *
ათას უგულო მეომარს გულადი ორი სჯობია. არამ მწყერს, ხოხობ-კაკაბსა ალალი ქორი სჯობია.
* * * * * * *
შაიყრებიან ყორნები, არ გაირევენ ძერასა... კაცი ვერსაით მაჰრჩება თავის ბედსა და წერასა.
* * * * * * *
მთაო, გადმიშვი მაღალო, რა ნისლი მოგიხვევია, მთას იქით ჩემი ლამაზი სხვას ვისმეს ჩაუხვევია.
* * * * * * *
ქალაუ, შენმა მერდინმა ჰაერში გაიფრიალა, სახე გამოჩნდა, თოლებმა ელვარებ გაიკრიალა.
გზად შენკენ დამატრიალა, გულს ცეცხლი შემომეყარა და ჩალად ამაბრიალა.
* * * * * * *
ქალაუ, ისე თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირიო, სიზმარში მომაგონდები, წამოვჯდები და ვტირიო, შენი დანახვა მეწადა, რად მომარიდე პირიო.
* * * * * * *
ვაი ჩემს ამ დროთ მოყრასა, ჩემს ამის მოხილებასა, ენას ჩამედვა ბორკილი, თვალთ მიშლის ახილებასა, ვეღარც ვის სიტყვას შაუქცევ, ვეღარც ვის შაგინებასა.
* * * * * * *
მე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა, სოფელი კარგა მთავსობდა, თუ მე სოფელი მეთავსა. რაც მე სოფლისად მინდოდა წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა.
* * * * * * *
ცოლსა ნუ ხელავ, ვაჟაო, თავს უკეთესის ყმისასა, გაიგებს, გაგიჯავრდება, ვადას მაჰზიდნებს ხმლისასა.
* * * * * * *
მე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა, სოფელი კარგა მთავსობდა, თუ მე სოფელი მეთავსა. რაც მე სოფლისად მინდოდა წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა.
* * * * * * *
ხმალს ნუ ჩახედავ, მოყმეო, ხმალი მშიერა მგელია, გაგიჭრის, გაგიხალიზებს, ბოლოს საფლავის მთხრელია!
* * * * * * *
ვაი ჩემს ამ დროთ მოყრასა, ჩემს ამის მოხილებასა, ენას ჩამედვა ბორკილი, თვალთ მიშლის ახილებასა, ვეღარც ვის სიტყვას შაუქცევ, ვეღარც ვის შაგინებასა.
|