შხაპუნა წვიმამ გადიღო, მიდამოს პირი დაჰბანა, ხარობს და ყვავის მაისი, ჩემი სამშობლოს მთა-ბარად.
ზეცაც ზეიმობს ამაღამ; გამოღმით დასჭექს ქვემეხი, გაღმით მთა გრგვინავს ამაყად.
სხივები ოქროს ისრებად. ფერად-ფერადი შუშხუნა შადრევანივით იშლება.
გარს უჩინარი ხელები, ჩვენს თავზე გზები დახატეს სინათლის ცისარტყელებით.
ნაპერწკლებს შემოირიგებს, გინდა ოცნებით თან გაჰყვე ცაზე გავლებულ ბილიკებს. |