მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 372 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლექსს ვიტყვი ჩემებურადა, არას დაგიდევთ მოტივსა.

ან კი რა იცის ტუსაღმა, რითმების კოხტად წყობისა.

დარდი დამაწვა გულზედა, როგორც სიმძიმე ლოდისა.

გულიც ატირდა ოხერი თვალებზე ცრემლი მოდისა.

ოთხ კედელს შორისა ვზივარ, სიპი ნალევი ღორღისა.

ავად ვარ მწოლიარედა, ცოდვით ვტრიალებ ლოგინსა.

ჩაკეტილი მაქვს კარები, ჰაერიც აღარ მყოფნისა,

ჯავრმა და დარდმა დამადნო, ფერი მძე ავადმყოფისა.

თავს მაინც ჩამოვიხრჩობდი, შოვნა რომ იყოს თოკისა.

წეროთ რო არევს არწივი, გვიანღა დაეწყობისა.

აგრევე ჩემი საქმეა, გავხდი ნაპირი ღობისა.

ყველასთვის ხელის საღერი, საშლელი მთელი სოფლისა.

ძველთაგან გამიგონია, კვერი არ ცხვება ობლისა.

არც ჩემი კვერი გამოცხვა, დაიწვას ჩემი ცოდვითა.

ციმბირში მიმასახლებენ პატიმარს მრავალწლობითა.

იქნება კიდეც დამხვრიტონ, ვინ მეტყვის წინასწრობითა.

მშვიდობით გუდამაყარო, არ ვიცი გნახავ როდისა.

ტიალი შენი ნიავი, ჩემამდე აღარ მოდისა.

აღარსად შენი მთები სჩანს, მოსილნი მწვანე ჩოხისა,

აღარსად შენი ტყეები, მოშრიალენი ფოთლისა.

აღარსად შენი წყარონი, გულზე შემშრობი ოფლისა.

გულ კი არაფრით მიცინის, თავ არ მოუკვდეს გოგისა.

ტყეში ვხოცავდით ხარებსა, იქავ ვმართავდით ქორწილსა.

თუმცა კი ნება არ იყო, ეგრე ხარების ხოცვისა.

შენაც მშვიდობით ლუთხუბო, დედაო ცხვრების ჯოგისა.

ეხლა კი წუთისოფელმა, სურვილ მამიკლა ნდომისა.

სუ დამეკარგა ხალისი სატრფიალოზე თქმობისა.

აწი რო კიდეც ვიდარდო, ამით რა გაეწყობისა.

გათხოვდი მღვდლიანთ ქალაო, მე ნუ დამიწყებ ლოდინსა,

გათხოვდი გასათხოვარო, ჯერ დრო გაქვს პატარძლობისა.

ჩემის გულისთვის ქალაო, ფეხზე ნუ იდებ ბორკილსა.

არ დაილევა ამ ქვეყნად, ვაჟკაცი მჯობი მჯობნისა.

ჩემი ნურავის გეშინისთ, თავი აღარ მაქვს მტრობისა.

ციხეა ჩამომრთმეველი, კაცისად ვაჟკაცობისა.

ჩემთვის სიცოცხლეს ლელაო, სხვასთან სიკვდილი სჯობისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ