|
აქ შენი სახე ანათებს ისე, როგორც ლაჟვარდში მთვარის მოქცევა როგორც მყინვარი, წასული მზისკენ, და ცა-ფირუზზე შენი ოცნება.
შუქი იელვებს თვალებში წამსვე. დგას საქართველო ოქროს, თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე.
თუ პოეზიის შეაღო კარი თუ ლექსში ცრემლი ისე ციმციმებს, როგორც ყვავილში ჩამდგარი ცვარი.
როგორც ბარტყები ჩიტის ბუდეში, თუ ხედავ მყივარს უქუდო მხედარს, მცურავს არაგვის მქუხარ უბეში.
და გულს სხვაგვარი სახმილი სწვავდა. შენ იცი: ჩვენგან როცა წახველი, სამშობლო ეპყრა სისხლიან სვავთა.
ისმოდა გმინვა ჩანგრეულ მკერდთა და ქარს მოჰქონდა ნესტანის კვნესა ქაჯეთის ციხის ღრუბელთან ერთად.
და ძველი ქვეყნის სასტიკი ძღვენი დრომ თან წაიღო, როგორც არაგვმა ბაში-აჩუკის დამხჩვალი ცხენი.
შუქი იელვებს თვალებში წამსვე. დგას საქართველო ოქროს თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















