მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 470 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საქართველოს მეგობარო,

საქართველოს დობილო,

გაუგონარ განსაცდელის

ცეცხლში გამოწრთობილო.


წამებულო უკრაინავ,

ეკლის გვირგვინიანო,

შენ დიდების შუქით ბრწყინავ,

ბნელ ღამეშიც მზიანო.


მე ძველთაგან შემიტყვია, -

თვითონაც ხომ მომსწრე ვარ: -

როგორ სჭრიდა შენი ტყვია,

შენი ხმალის მოქნევა.


დღესაც შენმა ვაჟკაცებმა

მტრის იმედი დახურეს.

მთელი ქვეყნის აღტაცება

ბრძოლით დაიმსახურეს.


ცეცხლის თოვლით დათოვლილო,

ცეცხლის წვიმით ნაწვიმო,

შავ მხეცისგან დატორილო,

დაკაწრულო არწივო.


შენ დაჭრილიც კარგად იბრძვი,

კარგად ხმარობ იარაღს,

გულს გიმაგრებს წმინდა ფიცი

და გიმრთელებს იარას.


ორი ქვეყნის ტკბილო ხმებო,

ერთად მიმოფანტულო:

აქ აკაკის ჩონგურო და

იქ ტარასის ფანდურო.


უკრაინავ წამებულო,

საქართველოს დობილო,

სიყვარულით სავსე გულო,

გულთან გადაჭდობილო!


შენ ნატანჯი შენი მიწა

ისევ უნდა ალხინო,

ჩაშავებულ, ჩამწვარ მინდვრებს

ოქრო გადააფინო.


კვლავ აშენო, აღადგინო, -

აბიბინო, ამწვანო,

დღეს მტრისაგან გადათხრილო,

დახანძრულო, დამწვარო!


შენს ცას ლურჯი ფარჩა ეცვა,

დღეს ყორნის ფრთა აცვია,

ბევრი შავი ფრთა ჩაიწვა,

ბევრიც მტვერში აწყვია.


ჟამი დაჰკრავს, შენი ზეცა

ისევ გაიწმინდება,

რაც ღრუბელი დაიკეცა -

ლურჯად აბიბინდება.


შენ კვლავ სხივით მოირთვები -

ნურც იფიქრებს ნურავინ,

მოყიალე ყორნის ფრთები,

დღეს რომ შენს ცას მურავენ.


დიდხანს შერჩეს შენს კაბადონს,

მავნედ ამოქროლილი, -

ყორნებს მალე მოიშორებს

ზეცა მოოქროვილი.


შენი ხალხის ბრძანებით და

მხედართმთავრის ბრძანებით

აოხრებულ ყანებიდან

აღსდგნენ პარტიზანები.


მტერს იმ მხარეს და ამ მხარეს

დასცეს გრგვინვა გმირული,

ტყვიის წვიმა დააყარეს,

წვიმა კოკისპირული.


დღეს ხარკოვმაც დაიგრგვინა,

დაამსხვრია ხუნდები.

იგრიალა: - უკრაინავ,

ისევ შენთან ვბრუნდები!


ამ სინათლით დნეპრი ბრწყინავს,

ცაზე ნისლი ფარფატებს,

სწვდება მთლიან უკრაინას -

ხარკოვიდან კარპატებს.


საქართველოს მეგობარო,

საქართველოს დობილო,

გაუგონარ განსაცდელის

ცეცხლში გამოწრთობილო.


შენთან არის ამ ბრძოლაში

შენი ძმების კრებული.

არ დაინდო მოძალადე -

მხეცი აყვირებული.


არ დატოვო დაუწვავი

მისი თმა და ჯაგარი.

კიდევ უფრო გაუმწვავე

ცეცხლის წვიმა და ქარი.


თუნდ მიწაში იწყოს ძრომა -

ამობუგე თაკარით,

მოიოხე გულის წყრომა -

მთელის ძალით დაჰკარი!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ