მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
შენ ხარ მერმისი, ცისკარი და დიდი აისი მარადისობის; და შენ მამლის ხმობად გაისმი დროის ღამეში და მქრქალდება ის ფერმიხდილი. შენ ხარ ქალწული, ცვარი, ლოცვა უზენაესი, უცხო ვიღაც ხარ. დედა ხარ და შენ ხარ სიკვდილი.
და მარტოდმარტოს არად გიჩანს ბედის ცვალება. ველური ტყე ხარ, არვინ იცის შენი სახელი, არც ზარ-ზეიმი გღირსებია, არც შებრალება.
არავის ანდობ ბოლო სიტყვას, არვის მომართავ. ყველას სხვაგვარად ეჩვენები, სხვადასხვა ძალად, ხომალდს ნაპირად ეგულვი და ხმელეთს ხომალდად. |
















