მთარგმნელი: ლია ჯაყელი
|
წვიმად ჩამოდის მარტოობა. წვიმაა იგი. ზღვიდან მოიწევს, ეგებება საღამოს ბინდებს, უკაცრიელი ველებიდან ზეცისკენ მიდის (სავსეა დიდი მარტოობით ზეცა ყოველთვის) და მოიღვრება, ქალაქს ასე ციდან მოელტვის.
წყვილთა საათებს იგი წვიმად დაედინება და სხეულები, ერთმანეთი რომ ვერ გაათბეს, კვლავ იყრებიან, მიაქვთ სევდა და გაწბილება...
და მაინც ღამით ერთ სარეცელს ინაწილებენ, მაშინ დიდდება მარტოობა უკვე მდინარედ... |
















