მთარგმნელი: ნატო ინგოროყვა
|
დგას კათედრალთან მდუმარებით, როგორც დიდება, სარკმელთან ახლოს უცნაური დუმილით მოსილს დაუფლებია ელდად შიში აპოთეოზის, მას რომ უბოძა ამაღლება და გარინდება.
მიამიტურად ჯიუტია, ვითარცა გლეხი. მან ედემიდან უნებლიედ გადმოდგა ფეხი, რომლის საწყისი ფიქრშიც კი არ ჰქონდა ხილული.
მას ღმერთი მუდამ აფრთხილებდა, რომ შენ მოკვდები, თუმცა იცოდა, რომ კამათი ღმერთთან დაღლიდა.
არ შეეპუა წინაღობას ტირილ-გოდებით და დაბადება გადაწყვიტა ადამიანმა. |
















