მთარგმნელი: თამარ ერისთავი
დრო არის, გულო, დაიცხრო ვნება, თუ სხვის გულს ვეღარ გაუჩენ დარდებს! არვის ვუყვარვარ? მომეცი ნება, რომ მე მიყვარდეს.
გულის ვულკანი არ არის მცხრალი, მაგრამ ვერ ვანთებ ვერვის ჩირაღდანს ამ ცეცხლის ალით.
შიში და ეჭვი ვერავის ვანდე, და სიყვარულის უსიტყვო განცდა ბორკილად მადევს.
სადაც ბრძოლების გუგუნში ახლა დიდება მოსავს გმირების სახელს, ან გმირთა საფლავს.
აქ საბერძნეთის დიდება ელავს, ვერ დაიტევდა გმირი სპარტელიც უმეტეს ღელვას.
მთელი ელადა აღსდგა და იბრძვის, აღსდექ! ძარღვებში გიდუღს ძველთაგან მეომრის სისხლი.
კმარა ნაღველი და სიმძიმილი, ნუ შეგაშფოთებს დღეიდან... ლამაზ თვალთა ღიმილი.
აწ სიცოცხლისგან რაღას მოელი! თავგანწირვისთვის რახან მზადა ხარ, - დასთმე ყოველი!
შენ სხვა დიდება უკვე აღარ გსურს, მაშ, გაიბრძოლე ერთი და... მშვიდად შეხვდი დასასრულს. |