|
როგორც ზამთარში თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი, ისე შემომრჩა სულში ბავშვობა. გაძარცულია ირგვლივ ტყეები, თოვლიან ფერდობს მიუყვება უკვე ბილიკი. აქ ჩამოივლის ალბათ სიბერეც და ჩემს ბავშვობას, როგორც ძახველს მშიერი ყვავი დააცხრება და უცებ გა-კენ-კავს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















