მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 125 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორც მეცხვარემ თენებისას შავი ნაბადი

დეკემბრის ღამე ცამ ჩამოხსნა ისე მხრებიდან

და მახარობლად სურნელების ტკბილი  ნაკადით

მწყემსის ბინაში ახალი წლის დილა შევიდა.


თოფის გრიალმა ააყეფა დარაჯი ღამის,

ფარეხში ფეხზე წამოიჭრა დედაცხვრის ფარა,

მზემ მარგალიტი დააყარა დათოვლილ ყამირს

და ოქროს ბადე სივრცეს დინჯად გადააფარა.


მორიგე მწყემსმა ცეცხლის პირას გაშალა სუფრა,

სახემღიმარი ვაჟკაცები ჩამოსხდნენ იქვე,

ხუთის მკერდისქვეშ სიხარულის გახშირდა სუნთქვა

და ხუთი ხელი სიყვარულით შეეხო ჭიქებს.


სულს შეუერთდა ახალი წლის სუნთქვა კეთილი,

გული დაიპყრო საოცნებოდ ფანდურის ჟღერამ,

და მეკვლეს კოვზზე დაცემული თაფლი წვეთივით

ჯომარდო მწყემსის ბაგეს მოსწყდა ტკბილი სიმღერა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ