რა მარგო, ნეტავ, შობამა, ჩემთვინ რა მოუტანია? ვინც იშვა, ცაში ბრძანდება, მას ჩვენთვის აღარ სცალია;
სული ტანჯვაში დალია! და დღეს კი იმის სწავლისა აღარსადა სჩანს კვალია;
მოსჩქეფს ძმარი და წყალია, ვინ აასრულა მოძღვრება: „მოყვასი შეიბრალია!“
ფორმისთვის უკრავს ზარია. დღესც ვერ შევიგნეთ მის მცნება, გვესმის რამდენი ხანია!
ისევ სდის ცრემლის ღვარია. მგლები, აფთრები მრავლდება, ხარობს იმათი გვარია;
ჰგოდებს ბედ-განამწარია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |