მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 631 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მიეფინება ცისკრის ზარი

მცხეთიდან ზედანს...

ის კი კრეფს იებს,

თხზავს კონებად

და წვეთებს აცლის...

- მიდის ფეხშველი

ჩემი კალმით ნახატი დედა -

ტაძრის კედლიდან გადმოსული

დედოფლის ასლი!


გავს ეს სიზმარი

შეუცნობ და სევდიან ლოდინს,

ზედაზნის გზაზე მღერის წვიმა

ასკილის ტყეში...

მივყვები აღმართს

ჩემი მძიმე ცოდვების ლოდით,

და წინ მიმიძღვის დედაჩემი

ბზის ტოტით ხელში!..


- ბედი, უნდო და მარბიელი,

ბრმაა და ყრუა!

ასკილის ტყეში წყარო როა -

იების რუა!..

რომ არა რწმენა, წამებულის,

ჯვარზე გაკრულის,

მე არა ერთხელ

სიცოცხლეზე ვიტყოდი უარს!..


ასკილის ტყეში

წყარო ტირის ზედაზნის გზაზე,

ჩქეფს და ღიღინებს,

ნაღვინარი, ღარის ქვეშ დოქი...

ეს კი, კვლავ აფრქვევს, ყასაბივით,

უწმაწურ ფრაზებს,

რადგან გაბედეს

და არ დადგნენ მუხლებზე ჩოქვით!..


შავი მთოვარი

გიშერივით ჩააშრა გუგას,

მალე სიბერე

სამუდამოდ დაუშვებს ფარდას...

...გაქრა სიზმარი,

ედემიდან დავბრუნდი უკან,

ყოველდღიური ჯოჯოხეთის

მოღრეცილ კართან!..


როგორც ჭურჭელი,

სული სრულად გაავსო სევდამ,

ჩანს გიშერივით

შავი მთვარე თვალების ჭრილში...

და მიპასუხე:

- რა გაწვალებს უფრორე მეტად,

წერტილის დასმა,

თუ ღირსების დაკარგვის შიში???


"რა პურითა"...

ქართველობით განვიცდი შიმშილს!..

აწ ნუშის ფშვინვით, შვენიერით,

ვეღარ დავთვრები...

... და ჯიჯგნის მიწას

უცხო თესლით მაძღარი ჯიში -

- მყრალი ხორხოცით

სასაფლაოს თხრიან აფთრები!..


- ჩანს,

საბოლოოდ აერიათ ამათ დავთრები!..

ხალხს, საარსებოდ,

დაუტოვეს ჰაერი მარტო...

თუმც შორით ისმის

გრიგალების გრგვინვა ავდრებით,

გალობს შაშვი და

აყვავებულ ხეხილებს ათოვს...


და მახსენდება სიტყვა-სიტყვით

ეკლეზიასტე:

- "ვაი ქვეყანავ!

ბავშვი გიზის ტახტრევანს მეფედ!..

მრავალსიტყვაა,

ბრიყვი, ვისაც ბედი მიანდე...

დიდებულები

დილიდანვე ჭამენ და თქვლეფენ"


...სად არა ერთი

გამოცდილი ფარსადანია,

სადაც ღალატი

საპატიოდ იქცა ხელობად!

უჭირავს ხელში ბორკილები

ნაკლულ მანიაკს,

– არის შიმშილი,

არის ცრემლი,

არის მკვლელობა!..


მაგრამ დადგება უსათუოდ

განკითხვის ჟამი,

აიზილება ყველაფერი როცა ტალახად!

- უარმყოფელი სულიწმინდის,

ძისა და მამის,

დგას სანთლით ხელში,

პირჯვარს იწერს სხვის დასანახად!


მაჟრჟოლებს მარად...

"დაბინდული ქლიავის ფერი..."

და ხმა მთრთოლავი,

ღვთაებრივი მოხუცი მგოსნის!..

შუა აპრილში მოდის თოვლი,

მოდის და მღერის,

და სველი ფიფქი

ალუბლების ყვავილებს კოცნის!..


უბეში მეწყო

მობრდღვიალე იაგუნდები,

დღეს კი, მოწვეთავს სიტყვა მღვრიე

სილით და ქვიშით...

- მონანიებას გვიან ვიწყებ,

გვიან ვუნდები

მოახლოვებულ

მოქირქილე სიკვდილის შიშით...


- შემინდე, ღმერთო!

ნუ ჩამითვლი წუწუნში ამას,

ჯვარწერილ სტრიქონს

ველოდები, ნიადაგ, დღემდე!..

მაგრამ, ვაი, რომ

გადავყევი სმასა და ჭამას,

და ტაძრის ნაცვლად, 

უფრო ხშირად მარანში ვეგდე!..


დღეს ბაბილონში მიმათრევენ

ყელზე საბელით,

უნდათ ამთქვიფონ უცხო ჯილაგს,

ზნეს და საქციელს!..

- იღვრება წმინდა სამებიდან

სიბრძნის ნათელი!

და ამიტომაც

საბოლოოდ ვერ წამაქციეს!..


აღარ ჭირდება ამას ახლა 

ნოსტრადამოსი, -

- მგლები ძიძგნიან საქართველოს

ცხვრების სამოსით!

- ფუი, ჩვენს ყოფას,

უარყოფილ კაცობას ჩვენსას!..

სხვაა პატრონი

სისხლით მორწყულ კარ-მიდამოსი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ