|
ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი, დასწყიოს მისი გზა-კვალი. როდი დაიშლის თავისას, ჩემზე უჭირავს სულ თვალი. მე რო ღმერთს ვეხვეწებოდე, ვევედრებოდე შველასა, ცოდვათა შემსუბუქებას და სიცოცხლეში შვებასა, - ის კი თავისას არ იშლის, მაძლევს სხვა ჯურის მცნებასა: „გეყოფა, რამდენს ჰლოცულობ, იტკივებ შუბლს და კეფასა! ალაღე თავისი თავი, რას დასდევ ქვეყნის რგებასა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















