|
მზეს იალქანს გამოვაბამ - ცისარტყელას იალქანს. მთვარესა ვთხოვ ვერცხლის გვირგვინს და სილაღეს - ნიავქარს,
ფიფქებივით პატარებს... წამიყვანე, მზის ხომალდო, ცხრა მთა გადამატარე.
ვინც კი ჩემი ტოლია, ზევით ცაა, ცა კრიალა, ქვევით მწვანე მოლია.
აბა დელი დელია, გესმით, გესმით, ჩიტუნებიც მშვიდობაზე მღერიან,
სიყვარულზე მღერიან, შეხეთ, ზეცა ია-იის, ია-იის ფერია.
ქარებს ვეთამაშებით, გაღიმებულ მზეებს ვხატავთ მთელი ქვეყნის ბავშვები. |
















