|
მე მიყვარს თქვენი ხის სასთუმალი, თქვენი ბორბლების მძლავრი გრიალი, თქვენი ჭალების ხშირი სტუმარი - ლურჯა აფხაზურუნაგრიანი;
ია-იების თვალთა ბრიალით, მთვარიანში რომ დაალაჯებენ ბროწეულისფერ თავსაფრიანნი;
ღარის წყალივით გადაგდებული, და საკალმახე ფიჭვის ლამპრები, სიყვარულივით განათებული!
შთაგონებების რომ ხართ სადგური, თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული,
ლექსო, სადავე მომეც ქარების! თქვენს გაურანდავ ტახტზე გაზრდილი, თქვენს სანახავად მოვეჩქარები!
ფოთლების ნამით ადიდებული და ცეცხლაპირას ნედლი სიმინდი, გლეხის ბიჭივით ატირებული;
სახლიკაცების გრგვინვა-ბუხუნი, რომ გადმოლახეს შიშველ ფეხებით ყანა ცვრიანი და გამუხლული.
მზის ბრწყინვალებით დაფეთებული და მეწისქვილე წელში მოხრილი, სულ ერთიანად გათეთრებული.
სიყვარული მჭირს განუკურნელი, მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა, - ახლად დაფქვილი ხორბლის სურნელი.
შთაგონებების რომ ხართ სადგური, თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული… |
| პოეზიის გვერდი • • • |
















