მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 327 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაშ, ყური მიგდეთ, გთავაზობთ რეცეპტს,

რომელიც კურნავს ჭკვიანს და რეგვენს,

ღარიბს და მდიდარს, მტყუანს და მართალს,

გამხდარს და მსუქანს, მაღალს და დაბალს.


ტრილიონერებს, მილიონერებს, 

უმუშევრებს და წილიონერებს:

თუ მოიწყინეთ, აიღეთ გოგრა, 

არ დაგავიწყდეთ ნაღების მოხდა.


მოხდილი გოგრა გაჭერით ორად,

ნახევრად მრუდედ, ნახევრად სწორად.

გარშემო ფრთხილად წაუსვით წებო,

ცოტა წიწაკა და ბლომად ერბო.


დაიდეთ თავზე გაუძლებთ რამდენს,

ხალისს შეგმატებთ, უხდება გლანდებს.

როცა მიხვდებით - ტანში გახურებთ,

ნუ შემოიწყობთ თავზე აგურებს.


ჯობს აბაზანა აავსოთ ბორშჩით,

შიგ ჩაწექით და უმალვე მორჩით.

არ ჩაწვეთ ოღონდ ბორშჩში მარტონი.

თავზე მოისხით კოვზით მაწონი.


სამნახევარჯერ წარმოთქვით რიხით:

"ჩქარა მომართვით შემწვარი იხვი!"

გთხოვთ, სახაზავით იზომოთ სიცხე 

და თერმომეტრის არ ენდოთ რიცხვებს.

ის ორმოცს ზევით აღარ აჩვენებს,

ბორშჩში კი ოთხმოცს ზევით აწვენენ.


თუკი გაწუხებთ მუცლის ტკივილი,

ხშირად გაღვიძებთ ჭიის ჩივილი,

ჩაყავით ნეკა თითები რძეში

და ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში.


მერე დასხედით შემწვარ ტაფაზე,

ტაფა შემოდგით ფანჯრის რაფაზე,

ჭიებს დასცხებათ, გამოვლენ გარეთ,

და ინანებენ თქვენს ტანჯვას მწარედ:

ნახავენ, არის ცხოვრება რთული

და გაუსკდებათ უმალვე გული.


როცა ასრულებთ მინორულ გამებს, 

თუ გეძინებათ და ნაბავთ თვალებს,

მოხარშეთ ერთი ტახტის მუთაქა,

მერე მოასხით ლეღვის მურაბა,

ჩაყავით შიგნით მარცხენა ხელი

მარჯვენა ყურზე გაისვით ხემი.


აიღეთ ახლა ნაღეჭი კევი

და შეიხვიეთ სამრიგად ყელი.

გამოფხიზლდებით, მენდეთ, მაშინვე,

მოთენთილობა ვერ შეგაშინებთ.


სხვაც ბევრი ვიცი კარგი რეცეპტი,

საგულდაგულოდ თქვენთვის ვეძებდი,

მაგრამ ჯობია, იყოთ ჯანმრთელი,

წამლით არ გქონდეთ სავსე ჩანთები.


ყლაპავდეთ მარტო ლექსების აბებს,

ზედ აყოლებდეთ საოცარ ამბებს,

ზღაპრებს, მოთხრობებს, ანდაზის დრაჟეს,

არ იკარებდეთ ტირილს და ბრაზებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ