მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 389 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დოზები გადავამოწმე და, რაკი მაინც მაციებს, 

ფსალმუნებივით ვკითხულობ წამლების ანოტაციებს. 

და, რაკი არ მოეწონა ჩემი პულსი და მიმიკა, 

ცნობილმა ტრავმატოლოგმა გამომიწერა „ლირიკა“, 

რომელსაც იმათ ენაზე რქმევია – პრეგაბალინი, 

და, ვიდრე დამჭირდებოდეს ჟანგბადის მინი-ბალონი, 

მე უნდა ვუსაყვედურო პრეგაბალინის ნათლიას: 

თქვენმა „ლირიკამ“ დამკრა და ნარკომანივით მათრია. 

ბარემის გამოგეწვიათ ბოდლერი ანდა ხაიამ, 

რომ უფრო გაგვახალისოს ლოთების ოხოხოიამ. 

მე კი, როგორაც გვასწავლის მარტივი გეომეტრია, 

მერჩია, ჩემი სხეული ბოლომდის თვითონ მეთრია, 

რათა მეხილა, რაკიღა გავკიცხე ექიმბაშობა,

ჟამი – სიბერის შემდეგი – ანუ მეორე ბავშვობა. 

ვიხილავ, კარგად გავარჩევ სამიანსა და ორიანს, 

თუ გადავურჩი როგორმე „ლირიკის“ ეიფორიას, 

რომელმაც ისე შემცვალა და ისე გამაამაყა,

რასაც ამ დილით დავწერდი, იმას ვერ დავწერ ამაღამ. 

წავალ და აფთიაქართან ბიჭივით ავიტუზები, 

რომ დამიდგინოს „ლირიკის“ ოპტიმალური დოზები. 

იყო ღარიბი პოეტი, რაინდს აქებდა ნაბდიანს 

და სამიკიტნოს ეძახდა საწყალი კაცის აფთიაქს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ