თითქოს განგების ჯიბრით იჩქარე და დაასწარი დროსა თუ იღბალს, მარტომ შეხსენი მძიმე ჭიშკარი, გადააბიჯე სინათლის მიღმა.
ელვით დასერილ ღრუბლის უბეში და ცას, რომელმაც აიდგა ენა, შენთვის რომ ეცა მცირე ნუგეში.
და ფრენა-ფრენით ცხოვრობდი ცაში, რადგან, ჩიტივით, მტკაველი მიწაც კი არ გაგაჩნდა ამქვეყნად მაშინ.
სიცოცხლის ერთი ყლუპი გვყოფნიდა, ნეტავი, ერთად - ქარონის ბორნით - წავსულიყავით წუთისოფლიდან.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |