მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
|
მოგონებები მძიმე ტვირთად მაწვანან მხრებზე. მე სამოთხეშიც დავრჩები ამ ცრემლის ამარა. იმ ძველ სიტყვებს კი, რომ მოხდეს და ჩვენ ისევ შევხვდეთ, მე არ დავმალავ.
იქ, სადაც ქნარი, ბავშვთა ქორო და გვირილები არიან ნეტარ სიმშვიდეში, მე მოუსვენრად მზერას შენსას ჩავაფრინდები.
მე - უმანკო და უკარება ქალწულთ შორისაც - ისევ ვიმღერებ - უცნაური და მიწიერი - ამა სოფლისას.
დადგება წამი, არ დავმალავ თვალებს ცრემლიანს. არც აქ და არც იქ - ჩვენ აღარსად არ უნდა შევხვდეთ და სამოთხეშიც ჩვენ შეხვედრა არ გვიწერია. |
















