მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
|
მე - ვარ. შენ - მოხვალ. ჩვენ ორს შორის არის უფსკრული. მე ვსვამ. შენ გწყურის. ამაოა თქმა და ხსენება. ჩვენ ათი წელი და ჩვენ ასი ათასწლეული გვაშორებს ერთურთს, რადგან უფალს ასე ენება.
რომ დაბრკოლებად არ დაგიხვდე, მოხვალ როდესაც. მე - ვარ. შენ - მოხვალ და ათეულ გაზაფხულს შემდეგ შენ იტყვი: - ვარ! - მე კი ჩუმად ვიტყვი: - ოდესღაც... |
















