მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
|
შენს თავს წავართმევ ძალით ყველა მიწას და ზეცას, რადგანაც ტყეა ჩემი აკვანიც და სამარეც, რადგანაც მხოლოდ ცალი ფეხით ვეყრდნობი მიწას, რადგან გიმღერი ისე, როგორც ამ ქვეყნად არვინ.
ყველა ოქროსფერ დროშას, ალესილ მახვილს ყველას, მე ჩამოვგლეჯავ კლიტეს და შორს დავიფრენ ძაღლებს, რადგან ცივ ღამეებში ძაღლზე ერთგული მე ვარ.
შენ არ იქნები სიძე, მე სხვისი ცოლი - არა! მე გამოვტაცებ შენს თავს - ჩუმად! - ვით ბოლო იმედს მას, ვისთან პირისპირაც იაკობი თუ მდგარა.
ვაი, რომ შენად რჩები და ხარ ყოვლისა გარე. შენი წყვილი ფრთა ესწრაფვის მხოლოდ ცისას სამყარო არის შენი აკვანიც და სამარეც! |
















