მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი
|
მე ვიცი სიმართლე! - ყველა სხვა სიმართლე - შორს! ადამიანები ერთურთთან ბრძოლაში არ უნდა ჩავერთოთ. შეხედეთ: საღამო სულ მალე ღამესა შობს. რას იტყვით - პოეტებო, მიჯნურნო და მხედართმთავრებო?
ქარბუქი ცას აყრის გაყინულ ვარსკვლავებს. და ჩვენ, ყველანი, მიწაში მივიძინებთ ჩქარა, მიწაზე ძილი ვინც ერთმანეთს არ ვაცალეთ. |
















