|
მე ბოლო ჟამის სიყვარულზე, ნამდვილ სიყვარულზე, ერთადერთ სიყვარულზე, უშიშარ და თავხედ სიყვარულზე - მოღალატე ცოლების სიყვარულზე ვწერ.
მათ ნაცარჩაყრილ თვალებზე ვწერ, და ცოლების სითბოშერჩენილ ლოგინებში სახით ჩამხობაზე.
სასულეში კითხვებგადაცდენილ შვილებზე, მათ ვერცხოვრებაზე.
ხან რა ფაქიზი და მართალია, მოიხურავს სულიწმინდის უსხეულობას, მიიტოლებს შიშველ ბეჭზე ქერუბიმთა ფრთებს და ადიდებს უფალს ბილწი ენით მოღალატე ცოლების სიყვარული. |
















