ის მიიცვალა, - ჩამოეშვა ფარდა მშვენების, ბნელს შეენივთა ბალდახინი მოჩარდახული, ატყდა შეჯიბრი პოეტური აღმაფრენების და ცრემლიანი სასმისების ყალბი ჯახუნი,
მკვდრის განდიდება - უსაზომო და არნახული და შეჰყურებდა თვალთმაქცობის ნაცნობ ბენეფისს ნაღვლიანი და უილაჯო ჩვენი ხახული.
მიცვალებულის დაბნეული ხმები ისმოდა: ის გაქცეოდა სამარცხვინო გამათხოვრებას
ეგებებოდა სიჩუმეში ახალ ცხოვრებას და ხვალინდელი შეხვედრისთვის ზრუნვას იწყებდა... |