მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ცერზე შემოსმულ
გრძნობის მიმინოს,
მზე ღილჩახსნილი
უცდის წნორებთან,
როდემდე ძალუძს
სურვილს ითმინოს,
სულთან შეზრდილი
უბიწოება...
როდემდე უნდა
ყვავმა მოგჩხაოს,
გრძნობის სისავსეს
რომ არ ეღირსე,
როცა დაგაყრის ტანზე
ნორჩ ხაოს,
გადაბრუნდები მხოლოდ
კედლისკენ.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet