მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 252 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თქვენთვის მიძღვნია მე ეს პწკარები, 

თუმცა გშორდებით და ვიკარგები, 

გაყუჩდა სულში სოფლის ზარები 

და დამიმსხვრია ქარმა ჩანგები.


ეგებ ვერ შევძლო აწ შინ ღაღადი, 

ფიქრიც მომიკვდეს, როგორც ცინდალი. 

ცეცხლი მომეღოს თუ ტყის სახადი, 

ვერ მოგცეთ ფიქრი და საწინდარი.


მსურს მოვიგონო ერთი შემთხვევა, 

როცა დავკარგე ხომლის ბეჭედი. 

ახლა ვით ვაზი ღამე მეხვევა, 

სადაც დაკარგულ ბეჭედს ვეძებდი.


ვინ რომელს სჯიდა, სოფელს რომელი, 

ფიქრებს ვამყნიდი მთაწმინდის ნუშზე. 

ჩვენ ცეცხლი დაგვრჩა ჩაუქრობელი 

და რძე შეგვაშრა ენებიან ტუჩზე.


ჩემს გულს სარქველი როგორ ახადეს, 

სატრფოს პერანგის შემრჩა ნახევი, 

ფიქრი წავრთვი ქარში ქაღალდებს 

სიყრმის სიცოცხლით ნაკარნახევი.


ამ საუკუნის ყველა კუნჭულში 

ვძებნეთ უჩინრად სიყრმის განძები,

მეც გავიარე ხიდი მზაკვრული, 

მივდივარ, მაგრამ მეც ვიქანცები.


საანგარიშოდ ვიცი არა ღირს 

თუ რამდენია სულში ვარსკვლავი, 

არ გადავთელე ნაზი ბალახი 

და სად დავდივარ გაუპარსავი.


ნუთუ დავბერდი დიდი ხანია, 

ეგებ სიცოცხლეს ვტოვებ ნახევარს, 

თქვენი ხმა ჩემთვის იალქნებია,

არ მსურს იალქნის ადრე დახევა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ