მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 257 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

დაიგრუხუნა.

- თუ გაწვიმდა - ხო გავკეთდებით! -

ხმა შემომესმა ორღობიდან

ვიღაც გლეხისა...

წვიმს და...

ბალახზე -

სიბნელეში -

ცვენა წვეთების -

კაცი

რომ

რამეს

ეპარება -

ჰგავს მის ფეხის ხმას.


დაიგრუხუნა..

ცას შეუდგა ჩიტმა ფეხები.

კვლავ ხმა გაისმა

(ახლა სხვისი): - ძლივს არ გვეღირსა!

წვიმს და...

ფოთლებზე -

სიბნელეში -

ცვენა წვეთების -

კაცი

რომ

რამეს

ეპარება -

ჰგავს მის ფეხის ხმას.

 

2

 

- ჯერ იყო და,

წვიმის მოსვლას

არ დაადგა საშველი, -

ახლა თავი მოგვაბეზრა -

შენ ხარ ჩემი ბატონი!

თუ სახლში ხარ, -

კიდე, - ხო,

თუ გარეთ ხარ, -

რას შვრები! -

ძაღლი

პატრონს ვეღარ ცნობს,

ძაღლს

ვეღარ ცნობს პატრონი.


- ოღონდ

წვიმამ გადაიღოს,

ოღონდ

ის დღე გათენდეს,

და თუ მე არ შემოვძახო

რიხიანი სიმღერა,

და თუ ქრისტეს არ ავუნთო

მე შემსიგრძე სანთელი,

მე იმ ქრისტემ,

რაც სიგრძე მაქვს,

სისქე მომცეს იმხელა.

 

3

 

- რა საქეიფო ამინდია!..

რას იტყვი?..

- აპა!..

- დალევდი ახლა?..

ხო დალევდი?..

-იმე!.. -

- შენ რავა ფიქრობ, -

ხვალდილამდე გადიღებს, ალბათ?

- რა ვიცი,

ვნახოთ...

ვერ მოგცემ იმედს.


- კი, მარა კაცო,

ნუთუ ხვალაც იქნება წვიმა?..

- კი.

უეჭველად, -

იმნაირად წვიმს.

-ახლა.ბუხართან,

კაი ღვინო,

წითელი ღვინო, -

ჰა!..

რავარია?..

- იფ, იფ, იფ ,იფ ,იფ!

 

4

 

გარეთ ხმაურობს წვიმა...

ოთახს ანათებს ლამპა....

- პეტუშა გახსოვს?

იმე!

რა ბიჭი იყო!..

- აპა!

 

5

 

- მოგწონს?

(პასუხი არაა.

ბუხართან სხედან.

წვიმს).

- არა!

იქნება არ მოგწონს!..

კი ნუ გრცხვენია, -

თქვი...

(ლაპარაკია ღვინოზე,

როგორც ავღნიშნეთ -

წვიმს...

ღვინო კი,

მოგეხსენებათ,

კარგია, როცა წვიმს).


- მოგწონს?

ჰა?..

(ისევ დუმილი).

- დალევას აღარ მაცლი?!

(რას ერჩი! -

თავის ღვინოზე

კაცს სურს გაიგოს აზრი).

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ