|
ვაი, რა უქმად იბობოქრა თურმე შაშხანამ! ვაი, იმ ბედკრულს, - სინათლისთვის ვინც ბნელს ეომა! როგორც არასდროს, უმთავრესი, ვატყობ, ამჟამად, - გამძლეობაა, გამძლეობა და გამძლეობა!
უზნეობამ ფთები გაშალა, ვით ქედანს ძერა, - უზნეობა ძიძგნის ზნეობას! როგორც არასდროს, უმთავრესი, ვატყობ, ამჟამად, - გამძლეობაა, გამძლეობა და გამძლეობა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















