ხომ შეგიძლია, ამ განცდისგან უფალო მიხსნა, თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ! ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს გავს, ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.
(ალბათ იმ სიზმარს, დედაჩემი ტყუილად დაწვავს) ვუმზერ, ჩემს გასწვრივ ვარსკვლავები როგორ როკავენ, აკეცავს დალიც, ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.
საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა. აქ ყველაფერი, ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს... შიშით კი არა, სინანულით, სევდით ივსება
ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად. ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ, ვიცი ახლა რომ ასეთ ღამეში, ავტირდე და ცრემლი დავღვარო. |