მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სრულ აიკრიბა თოვლები,

ბილიკებ დაჩნდა მთებისა;

კარგად იკიდებს ცხენი ფეხს,

ქუჩზე აღარა სხლტებისა;

ყველგან გაივლის მხედარი:

ზოვებ აღარა სქდებისა.

ლაღო ზაფხულის ბუნებავ,

მამშვენო თვალთა, სმენისა,

თამარ-დედოფლის სახეო,

თავზე გვირგვინი გშვენისა;

გაგინათლებავ ქვეყანა,

ფერი დაგიდვავ ლხენისა.

მკვდართა, მომაკვდავთ იმედო,

სულის ჩამდგმელო, ქშენისა;

მარჯვენა-ბარაქიანო,

ძუძუს ჭირიმე შენისა!..

სამთოდ გავიდა ცხვარ-ძროხა,

არ ედგომლება ბარშია.

ყველასა გვმართებს სიფხიზლე,

ძალის შაკრება მკლავშია;

ერთ მხრივ ლეკები გვესხმიან,

სხვაგნით – ქისტები მთაშია,

გაირეკავენ ცხვარ-ძროხას,

ჩამოჩვეულნი ფშავშია.

ფშაველნიც ამას სჩადიან,

მტრისად ჩამდგარნი კვალშია.

დროა ქისტების დარბევის, –

ხმა გავარდება ხალხშია;

ხატს გაიკითხავს მკითხავი,

ქადაგობს, იცემს თავშია:

„ქისტეთს გადადით, ფშავლებო,

ყველა გამოდით ჯარშია,

ნაქებო ფშავლის შვილებო,

საიმედენო ხმალშია.

დიდი ხანია, ქისტისას

ხარს არ მასჭერით თავიო,

გაუნათლავის ლეშითა

აღარ გამძღარა სვავიო!“

ბატონის სიტყვა საყმოსა

დაუჯდებოდა ჭკვაშია;

სალაშქროდ გული აჩქროლდა,

ვინ ვის აჯობებს ცდაშია.

თოფებს უპირეს ტალები,

ყველამ გალესა ხმალია;

თავს დაიხურეს ჩაჩქნები,

ტანზე ჩაიცვეს რვალია.

ხუზაურ გოგოლაური

შავარდენივით ჩქარია,

იანვარ ელისბარის-ძე

გორის მდრეკელი არია,

სუმელჯი სუმელჯიშვილი –

ამომავალი მთვარია.

სამნი წავიდენ საჯარეს,

შააღეს ბეღლის კარია;

გამააბძანეს დროშაი,

წმინდის გიორგის ჯვარია;

წინ ჩამაუძღვენ ლაშქარსა,

ჩამაამწკრიეს ჯარია.

მათურის თავი გადავლეს,

მთებს გაუბერტყეს ნამია;

მოსხლიტეს ქისტის ცხვარ-ძროხა…

მამლის ყიულის ხანია…

მდევრად გამაჰყვნენ ქისტები,

ვისაც უჭრიდა მკლავია.

ის იყო, გარიჟრაჟია,

მზემ გააბრუნა ღამია,

ზედი-ზედ დატყვრა მაჟრები,

სიათეების ჩქამია;

ბოლო ჩამოწვა ხევებში,

ბრძოლა შაიქნა ცხარია.

ცხრას ქისტს მასდევდა მარტუა

მახინცაური მწარია.

დამარცხდა ქისტის ლაშქარი,

თან გაჰყვა სისხლის ღვარია.

ლაშარის გორზე შამოდგა

ათასი ქისტის ცხვარია,

ასი კურეტი, რქა-თეთრი,

ორასი ნისლა ხარია…

თან მაჰყვა დროშის ჟღერითა

გამარჯვებული ჯარია.

მთაზე დაუსჭვეს დროშაი,

აჟღრიალებდა ქარია.

ორმოცს მარგილზე დააგეს

ორმოცის ქისტის თავია,

ორასის ქისტის მარჯვენა,

ფარ-ხმალი ნადავლარია.

მოდგა ლაშქარის სამზერლად

უხვად ქალი და რძალია.

ამ ძუვის ვეფხვების გუნდსა

არ მაჰშორდება თვალია.

ერთკნით ხო ცეცხლი დაენთო,

სხვაგან-კი ჰბუგავს ალია.

ადიდეს ლაშარელაი

და თამარ-მეფე წყნარია.

კარგს ყმათ საკარგყმოს ასმევენ,

მაიხსენიეს მკვდარია,

პირ-ოფლიანნი, ვინაც-კი

ლაშქარს მოკლული არია,

ხატ-თემის ნამუსისადა

ვინც არ დაზოგა თავია!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ