|
ქალავ მივდივარ, ხვალ დილას, მთისკენ შევჰყვები არაგვსა, და უკან ჩამოგიტოვებთ, შენაც და მაგ შენს ქალაქსაც.
ლოყა იხოკე ფრჩხილითა, მე კი შენს ნატვრას არაყით, ვუწამლებ ყოველ დილითა.
შენ დარდიანა თვალები, ეგ ოქროსფერი დალალი, ქარისგან ნაფრიალები.
ვკითხავ მოვარდნილ ქარებსა, შენ გათხოვებას მეტყვიან?! ლურჯას დავაკრავ ნალებსა.
გამოვიყოლებ აბჯარსა, ქორწილში გამოგერევით, შენ ქმარს გადავჰკრავ ხანჯარსა.
ჩემ მოღალატე ქალასა, ცხენის გავაზე მაგაბომ, მაგაძოვიებ ბალახსა.
ცრემლებს დავაფრქვევ ცხარესა, ვიტირებ ძაღლურ სიცოცხლეს, შენ გამო განამწარებსა.
მშვიდობით... გეტყვი მწუხარი საზიარებლად მომივლენ, ზეცა,ელ-ჭექი მქუხარი.
გულზე დაგაბნევ იასა, არაგვის ტალღებს გაბარებ, ისენ არ გიზმენ ზიანსა.
მოკლულო ჩემი ხელითა, ნაგლოვო, ნასათუთარო ისევე შენი მკვლელითა.
ჩაჰყევ არაგვის ჭალასა, მღვრიე ტალღები მიჰგვრიან, შენ სხეულს იმ შენს ქალაქსა.
შურს და გავხტები ქარაფსა, კლდეებზე ჩავესისხლები, ჩავეხუტები არაგვსა, მემრ ჯოჯოხეთში მოგძებნი, კვლავ შეგიყვარებ ქალასა. |
















