|
აი ის ხევსურები ორთ, დრომ რომ ვერ შერყვნა გენია. ქებული წინაპრები გვყავს, სამასი არაგველია.
თოფებით, ხმლებით, ფარებით. საქართველოვ შენს მოშუღლეს მკერდებით ავეფარებით.
ქვეყნის კიდიდან კიდემდე, თუ გინდ გაგვწირე იღბალო, ფეხებზე დაგვიკიდებდე.
კოშკნი ნაგები ლოდებით. ჯიშით ბევრია ხევსური, მაგრამ ცოტაა წოდებით.
ამაყები და ლაღები. წუთისოფელმა ჩვენ გულებს, ვერ დაამჩნია დაღები. |
















