ამ მთებში როგორ ვიქნები... თოვს... მარტოობა მეძნელა, აღარც დუმაცხო - თბილისი, აღარც შენ, ჩემო ენძელა...
კელაპტარივით ილევი, ხან თვალებს შემომანათებს ცა - სევდით ნამტირალევი,
ლუთხუბის გზებით მთავრდება და სული - ფხოვის აპრილი ლექსებად ამოავდრდება,
როდესაც გამახსენდება, მთვარეს ჩამოვგლეჯ ღილივით, სულში კვლავ ლურჯად თენდება.
მრუმე საწუთროს დილემი, ცას ლოკვენ ხეთა რტოები, ყვირის ქორბუდა ირემი.
ჩვენები ხომ არ გხვდებიან? მზით დაღალული დღეები თქვენს მოლოდინში კვდებიან. |